რეზონანსი
27.11.2018

 (რეზონანსი) 28 ნოემბრის არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისა და უფლებამოსილებაში შესვლის ცერემონია კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს იმართება. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე წყდება მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილება.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური ხვალ იმართება, სადაც სახელისუფლო პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უპირისპირდებიან ერთმანეთს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×