რეზონანსი
27.11.2018

 (რეზონანსი) რუსული მედიის ინფორმაციით, ქერჩის სრუტეში დაკავებული სამხედროებიდან ერთ-ერთს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

გადაწყვეტილება სიმფეროპოლის სასამართლომ მიიღო. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ უკრაინელი სამხედრო პატიმრობაში 25 იანვრამდე უნდა დარჩეს. მას რუსეთის ფედერაციის საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებენ.

რუსული მედიის ცნობით, პირველი ვისაც სასმართლომ პატიმრობა მიუსაჯა 1992 წელს დაბადებული ვლადიმერ ვარიმეზია.

დღესვე სასამართლო 24 დაკავებული უკრაინელი სამხედროდან 12 აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×