რეზონანსი
27.11.2018

 (რეზონანსი) "ქართული ოცნება" მოწოდებულია და პასუხისმგებლობა აქვს აღებული, რომ ჩატარდეს კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო, რომელიც მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, შეიძლება დადებითად შეფასდეს.

„საქართველოში ხვალ ისევ ჩატარდება ისეთივე დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები, როგორც ეს ხდებოდა 2012 წლის შემდეგ ყველა არჩევნების შემთხვევაში. რაც არ უნდა ეცადოს „ნაციონალური მოძრაობა" და მისი მედიასაშუალებები ამ პროცესს მიაყენონ ჩრდილი, ხელისუფლება, მმართველი პარტია „ქართული ოცნება" მოწოდებულია და პასუხისმგებლობა აქვს აღებული, რომ ჩატარდეს კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ წინასაარჩევნო გარემო მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. თუ არ ჩავთვლით იმ ტყუილებს, რომელიც მოდის სამწუხაროდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-დან, თუ არ ჩავთვლით პროვოკაციებს, რაც ისევ და ისევ მომდინარეობს „ნაციონალური მოძრაობიდან", - განაცხადა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×