რეზონანსი
27.11.2018

 (რეზონანსი) ქვეყანაში მიმდინარე საპრეზიდენტო მოვლენებზე აღიარებულმა ხელოვანებმა თავიანთი მოსაზრებას "კვირის პალიტრასთან" გამოთქვამენ:

თენგიზ არჩვაძე, მსახიობი: როგორ შეიძლება "ნაცმოძრაობა" და სააკაშვილი ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ან ვინ მოაბრუნებს, ან მაშინ რა უნდო

და სააკაშვილს, როცა იყო?! პოლიტიკაზე არ მსურს საუბარი და დამანებეთ თავი!".

თემურ წიკლაური, მომღერალი: "ყველა ხელისუფლება ერთნაირია. წაკითხული გექნებათ რომის იმპერიის ხელისუფლებაზე, ეგვიპტის ფარაონებზე... ზუსტად ასეთები იყვნენ ისინიც. მე ასე ვფიქრობ, რომ არათუ დღევანდელსა და წინა ხელისუფლებას შორის, საერთოდ ხელისუფალთა შორის არ არის არანაირი განსხვავება! ამიტომ არც მინდა მაგათი "მოღვაწეობის" შეფასება".

იმედა კახიანი, მსახიობი: "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს, ამის იმდენი მიზეზია, ჩამოთვლა გამიჭირდება. ყველაზე მეტად რაც მაშფოთებდა და მაღიზიანებდა მათი მმართველობის დროს, საერთოდ არ იყო ადამიანის უფლებები დაცული, ადამიანი უარყოფილი იყო!".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×