(რეზონანსი) თბილისის 50-ე საბავშვო ბაღიდან დამლაგებელი და აღსაზრდელი გაათავისუფლეს.
მათი გაშვების მიზეზებზე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე საუბრობს და ამბობს, რომ აღმზრდელმა შრომის კოდექსი დაარღვია, ხოლო დამლაგებელი შტატების შემცირების გამო გაუშვეს.
„სრული სიცრუეა ის, რომ ეს თემა პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. მინდა ვთხოვო ყველა იმ პირს, რომელიც ბაღების თემას პოლიტიკასთან აკავშირებს - შეეშვან ამ სენსიტიური თემის გამოყენებას. მხარემ, რომელიც ამ თემას იყენებს, კარგად იცის, რა სენსიტიურობა გააჩნია ბაღების საკითხს. მინდა ვთხოვო მათ, შეეშვან ამ კუთხით მუშაობას და ჩვენც გვადროვონ ბაღების ნორმალური ფუნქციონირებისთვის მუშაობა", - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა "ინტერპრესნიუსთან".
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თბილისის 50-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელმა ინასარიძემ „ქართული ოცნებისა" და სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვაზე უარი განაცხადა, რის გამოც იგი გაათავისუფლეს.