რეზონანსი
27.11.2018

 (რეზონანსი) პირველი ტურის შემდეგ 28 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით ორმა საარჩევნო სუბიექტმა ჯამში 4 489 303 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო.

აქედან 2 964 704 ლარი (85%) მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო 524 599 ლარი (15%) - გრიგოლ ვაშაძემ - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების შუალედურ ანგარიშში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დღეს გამოქვეყნდა.

რაც შეეხება პირველ ტურამდე პერიოდს, მესამე სექტორის ინფორმაციით, 1-ელი აგვისტოდან 19 ნოემბრის ჩათვლით, ორმა ძირითადმა სუბიექტმა ჯამში 11 343 062 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, მათგან 8 998 948 ლარი (79.3%) მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო 1 243 366 ლარი (11.6%) - გრიგოლ ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×