(რეზონანსი) თბილისში, ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში მცხოვრებლები გუშინ მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ საუბრობენ. მათი თქმით, მოკლულია 45 წლის ქალი. რაც შეეხება, მკვლელობაში ბრალდებულ 25 წლის მამაკაცს, ის ამ კორპუსში მდგმურად ერთი კვირის წინ გადმოვიდა.
ადგილობრივების თქმით, ბრალდებულსა და გარდაცვლილს ისინი კარგად არ იცნობენ. ცნობილია, რომ ბინა, რომელიც ბრალდებულს ნაგირავები ჰქონდა, სწორედ მოკლულს ეკუთვნოდა. ბრალდებული აღნიშნულ მისამართზე დედასთან ერთად ცხოვრობდა.
"ღამის 02:00 საათზე ჩაქუჩის ხმაურმა გამაღვიძა, რომ გამოვიხედე, პირველ სართულზე მობილიზებული პოლიცია დავინახე. ერთი კვირის გადმოსულია ეს ბიჭი, შესაბამისად არ ვიცნობთ"- აცხადებს მეზობელი.
ადგილობრივების ინფორმაციით ქალს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება და ის ადგილზე გარდაიცვალა.
1993 წელს დაბადებული გ.ხ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.