რეზონანსი
27.11.2018

 (რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლომ ზაჰესის დასახლებაში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

საქმის მასალების თანახმად, მ.ნ.-მ გადაწყვიტა, ყაჩაღურად თავს დასხმოდა თბილისში, ზაჰესის დასახლებაში მცხოვრებ ცოლ-ქმარს, რომლებიც იმავე მისამართზე, სასურსათო მაღაზიას ფლობდნენ და კომერციულ საქმიანობას ეწეოდნენ. ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლო იარაღი საბრძოლო მასალით, რომელსაც დანაშაულებრივი ქმედების სისრულეში მოყვანის მიზნით უკანონოდ ინახავდა და ატარებდა. 2018 წლის 14 იანვარს, დახლოებით 22:30 საათზე მ.ნ. თავს დაესხა მაღაზიაში მყოფ ცოლ-ქმარს, წინააღმდეგობის გაწევისას, რამდენიმე გასროლით მოკლა ისინი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

წარდგენილი ბრალის თანახმად, მ. ნ.-ს ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება. ასევე, ყაჩაღობა, რაც გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარას. ასევე განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×