რეზონანსი
27.11.2018

 (რეზონანსი) ოსაკას გრანდ სლემზე ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sportall.ge წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Sportall.ge-ს წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირებაში ოსაკაში მყოფი თითქმის ყველა ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობდა.

ერთ მხარეს ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იყვნენ, რომელსაც ვარლამ ლიპარტელიანი, ნუგზარ ტატალაშვილი, უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ლეხუმ ჩხვიმიანი და გიორგი ბაინდუროვი დაუპირისპირდნენ.

ლაშა შავდათუაშვილმა სწორედ დაპირისპირების დროს მიღებული ტრავმის შედეგად ვერ შეძლო ტურნირზე მონაწილეობის მიღება.

ჩხუბის თემატიკა კი, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე, ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის მიერ დარჩენილი ძიუდოისტების მიმართ არგამოხატული მხარდაჭერა იყო.

"შავი (ლაშა შავდათუაშვილი) არის მაგარი ნაცემი და მაგიტომ ვერ გამოვიდა. მაგას და მარგველას (ვაჟა მარგველაშვილი) დაუპირისპირდნენ დანარჩენები. ერთი თუშიშვილი არ მონაწილეობდა" - ამბობს წყარო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×