რეზონანსი
27.11.2018

 (რეზონანსი) ვანში, სოფელ მუქედში კორძაძეების ოჯახს სამი ძროხა მოპარეს. დაზარალებულები ამბობენ, რომ ქურდობა პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ინფორმაციას პრაიმ ტაიმი" ავრცელებს.

ოჯახის უფროსის განცხადებით, ორი კვირის გადაყვანილი ჰყავდა ძროხები ფერმაში. მასთან ახლოს სხვა ფერმებიცაა, თუმცა მხოლოდ მისი საქონელი მოიპარეს, მდინარის პირას დაკლეს და მიკროავტობუსით წაიღეს.

ოჯახის უფროსი ამბობს, რომ მისი შვილი "ევროპული საქართველოს" კოორდინატორია. ამ ფაქტით კი ოჯახი დააშინეს და დასაჯეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×