რეზონანსი
27.11.2018

 ამის შესახებ განცხადება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა გააკეთა. ტაქტიკური ავიაციის 500 ერთეულს შეუძლიათ მთლიანად დაფაროს უკრაინის ტერიტორია. გარდა ამისა, სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი 340 სამხედრო ვერტმფრენი.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველდღიურად ზრდის სამხედრო დაჯგუფებას უკრაინის საზღვრებთან, ხოლო 2013 წლიდან დღემდე სამხედრო აეროდრომების ქსელი გააფართოვა და მოახდინა მათი სრული მოდერნიზება. ეკიპაჟებს სირიაში უკვე მიღებული აქვთ საბრძოლო გამოცდილება და უნარი შესწევთ უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენონ  მათ არსენალში არსებული ყველა თანამედროვე შეიარაღება.

ამასთან, რუსეთს-უკრაინის საზღვრის გასწვრივ განლაგებულია 25 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, რომლებსაც შეუძლიათ უმოკლეს ვადაში მიიტანონ იერიში უკრაინაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×