რეზონანსი
27.11.2018

 (რეზონანსი) მომ­ღე­რა­ლი სოფო ხალ­ვა­ში ბა­თუ­მის მე­რის მო­ად­გი­ლედ ინიშ­ნე­ბა. არსებულ ინფორმაციას თავად მომღერალი ადასტურებს.

"შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რჯერ მქონ­და აქამ­დეც ბა­თუ­მის მე­რის­გან, მაგ­რამ მხო­ლოდ ახლა და­მარ­წმუ­ნეს, რომ მე ამას შევ­ძლებ­დი. ჩემი მთა­ვა­რი პი­რო­ბა იყო, რომ სიმ­ღე­რას თავს არ და­ვა­ნე­ბებ­დი" - ამბობს ბალვაში "AMBEBI.GE"- სთან.

სოფო ხალვაში წლების განმავლობაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის ტალღის წამყვანი იყო, ის ტელეეთერიდან მას შემდეგ მოხსნეს, რაც პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. ბათუმსა და თბილისში გამართულ მხარდასაჭერ კონცერტებზე იმღერა და კლიპშიც მიიღო მონაწილეობა.

ამ ფაქტის გამო, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დისციპლინარული წარმოება დაიწყო და ხალვაშს, მაუწყებლის ქცევის კოდექსის დარღვევის გამო, საყვედური გამოეცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×