რეზონანსი
27.11.2018

 ბათუმის მერიაში 12 საათზე საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, როგორც აჭარის ტელევიზიისთვის გახდა ცნობილი, ლაშა კომახიძის მეორე მოადგილე სოფო ხალვაში იქნება. ინფორმაციას მომღერალი ადასტურებს, თუმცა კომენტარის გაკეთებისგან ბრიფინგის გამართვამდე თავს იკავებს.

ბათუმის მერიაში კი ამ დრომდე არ ახმოვანებენ ვინ იქნება მერის მეორე მოადგილე. ეს თანამდებობა დიდი ხანია ვაკანტურია.

სოფო ხალვაში წლების განმავლობაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის ტალღის წამყვანი იყო, ის ტელეეთერიდან მას შემდეგ მოხსნეს, რაც პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. ბათუმსა და თბილისში გამართულ მხარდასაჭერ კონცერტებზე იმღერა და კლიპშიც მიიღო მონაწილეობა.

ამ ფაქტის გამო, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დისციპლინარული წარმოება დაიწყო და ხალვაშს, მაუწყებლის ქცევის კოდექსის დარღვევის გამო, საყვედური გამოეცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×