რეზონანსი
27.11.2018

 მელორ ვაჩნაძემ საქართველო დატოვა. ის თბილისიდან ბერლინში დღეს გაფრინდა. მანამდე კი "ქართული ოცნების" ყოფილმა მხარდამჭერმა, სკანდალური განცხადება გააკეთა. ვაჩნაძე დეტალურად ყვება, როგორ ემუქრებოდნენ მას დაკავებით და როგორ ჰქონდათ მისთვის დანისა და იარაღის ჩადების მცდელობები. ამის დასტურად მან ძველი თბილისის სამმართველოში გაკეთებული ჩანაწერი გაასაჯაროა, სადაც მკაფიოდ ისმის როგორ აშანტაჟებენ და მოითხოვენ მისგან თანამშრომლობას.

„უკვე ისე დაიძაბა სიტუაცია, რომ გუშინ ღამე დამიბარეს ვითომ რამდენიმე თვის წინ ჩადებული დანა, რომელიც ბერკეტად ჰქონდათ, ეს დანა უნდა გაეცოცხლებინათ. მერე ვითომ ვიღაც ზარდიაშვილებმა დარეკეს და ვითომ ახლა ცუდად არ ვარ განწყობილი და ამას ფაბრიკაციას მოუწყობდნენ. ზარდიაშვილი არის დეპუტატი, რომელის სახელსაც თვითონ ეს პიროვნება ახსენებს დათო პაპაშვილი სამმართველოს უფროსის მოადგილე. დანას მტენიან, სადაც არ ვყოფილვარ. ავდექი და ჩავწერე. ცხოვრებაში პირველად ჩავწერე. იმიტომ რომ საფრთხე მემუქრებოდა და მჭირდებოდა მტკიცებულება, რომ სასამართლოში გამემართლებინა თავი. დღეს როცა მე მივედი და ვუთხარი რომ გუშინ მე თქვენ ჩაგწერეთ და ამას გამოვიტან სააშკარაოზე თუ არ დაამთავრებთ და არ მინდა არჩევნებამდე მსგავსი რამე გავაკეთო-თქო. აიღეს და იარაღის ჩადება დამიპირეს", - განაცხადა ვაჩნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×