რეზონანსი
27.11.2018

 „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

როგორც მან გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ასევე აქვს ბრიტანეთის მოქალაქეობაც, ხოლო ის ფაქტი, რომ ფლობს რუსულ პასპორტს, მისი თქმით, კარგია.

„ინგლისისა და რუსეთის მოქალაქე ვართ ყველა. ჩვენ დავიბადეთ საბჭოთა კავშირში, ასეთად დამბადა დედამ და მამამ. როცა გავხდი 17 წლის, ავიღე საბჭოთა პასპორტი და ყველა ამას ვერ დააბრუნებს. რაც გამაჩნია, თუ ძალით არ გამომართვეს, მე არ ვაბრუნებ. ვმოღვაწეობდი რუსეთში, მყავს ბიძა, მეცნიერი და დეკანი, იყო მფრინავი, საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით ჩვენ. რუსეთის პასპორტი ძალიან კარგია, რომ გვაქვს“, - განაცხადა ოქუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×