რეზონანსი
27.11.2018

 "არის თუ არა “რუსთავი 2” “ფეიკ-ნიუსერი?”- ამ სათაურით აქვეყნებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის კვლევის შედეგებს:

"შევარჩიე 3 კონკრეტული დღე (19-21 ნოემბერი). ძირითადი მიგნებები: საინფორმაციო გამოშვებებში, ფაქტების 79.4% ყალბი ან ინტერპრეტირებული/დამახინჯებულია;

თოქ-შოუებში, განსაკუთრებით კი „კვირის აქცენტებში”, არაერთხელ იქნა გამოყენებული ადამიანის პატივისა და ღირსების შეურაცხმყოფელი განცხადება თავად გადაცემის წამყვანების მხრიდან;

როგორც საინფორმაციო გამოშვებებში, ისე თოქ-შოუებში ხშირი იყო გადაუმოწმებელი ფაქტების ტირაჟირება;

ჟურნალისტების მხრიდან არაერთხელ მოხდა საკუთარი აზრების ფაქტებად წარმოჩენა და პირდაპირი დასკვნების ტირაჟირება;

კვლევის პროცესში, პოზიტიურ და ნეიტრალურ კონტექსტში ძირითადად, ხელისუფლების წარმომადგენლების მხოლოდ უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრები გაშუქდა;

პოლიტიკური თუ საინფორმაციო-ანალიტიკური შოუების გაშუქებისას, შეინიშნებოდა ტენდენციური დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის მიმართ და ხდებოდა მისი დაუფარავი კრიტიკა;

თოქ-შოუების გაშუქებისას ხდებოდა სალომე ზურაბიშვილის „რუსეთის პროექტად” და მოღალატედ წარმოჩენა;

ხშირად სიუჟეტები ეგებოდა გაყალბებული ფაქტების კვალდაკვალ და ყველა შემდგომი დასკვნა პირველი ცრუ ინფორმაციის გაგრძელებას წარმოადგენდა. ხშირი იყო კადრებით და მუსიკით მანიპულირება, განსაკუთრებით თოქ-შოუებში”, - წერს გია აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×