რეზონანსი
27.11.2018

 რუსთავში, რესტორან "სამეფოში" ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. არსებული ინფორმაციით მამაკაცებს შორის კამათი ქალის მიმართ გამოვლენილი დამოკიდებულების გამო დაიწყო, შელაპარაკება კი მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

"დავინახე რომ რამდენიმე მამაკაცი ერთმანეთს ურტყამდა, დასისხლიანებული ჰქონდათ სახე. ერთ მამაკაცს მთლიანად შემოხეული ჰქონდა ტანსაცმელი", - განაცხადა თვითმხილველმა "ინფო რუსთავთან".

რესტორნის მენეჯერი ამბობს რომ - "ჩხუბი იყო, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა, კამათი მოხდა გარეთ ეზოში. პოლიცია მოვიდა მალევე და სიტუაციაც განიმუხტა."

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×