მწერალი ირაკლი კაკაბაძე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:
"ჩვენ, გაბრზებული ამომრჩევლები, მივდივართ არჩევნებზე ხმას ვაძლევთ სალომე ზურაბიშვილს! ურტყამთ მუშტს ღრანჭში ერის მკვლელობაში დამნაშავე ნაციონალურ მოძრაობას, ურტყამთ სილას კოჰაბიტაციაში დამნაშავე ოცნებას და ვქმნით ახალ, მემარცხენე, პროგრესულ ძალას, რომელსაც ასაზრდოებს მრავალჟამიერის, "სტუმარ-მასპინძელის", "ბახტრიონის", "გლახის ნაამბობის", "ოთარაანთ ქვრივის" და "ვეფხისა და მოყმის" ტრადიციები. ჩვენ ჩვენს მომავალს შევქმნით ამ იდეალების მიხედვით. მე მეიმედება ჩვენი მომავალი. ეს არის განსხვავებული გზა.
არა ძალადობას! არა მკვლელობას! არა დამნაშავეების შეწყალებას! არა კოჰაბიტაციას! გერმანიაში ნაცისტური პარტია აიკრძალა! ჩვენც უნდა ავკრძალოთ ნაცისტური პარტია და მათი დისკურსი. და ჩვენ უნდა დავამარცხოთ ნეოლიბერალური პროსტიტუციის დრო ქართულ პოლიტიკაში. არა კოჰაბიტაციას და არა ლოგინში წოლას მკვლელებთან! ჩვენ ვაიძულებთ "ოცნებას", რომ უარი თქვას ბოროტებასთან თანაცხოვრებაზე. იმიტომ რომ ბოროტებასთან თანამცხოვრები თვითონაც ბოროტება ხდება.
მივმართავ მაჩალიკაშვილს და სარალიძეს – მოდით ჩვენთან, გაბრაზებულ და პატიოსან უბრალო ხალხთან – მხოლოდ ჩვენ გაპოვნინებთ სამართალს. მკვლელები სამართალს ვერ გაპოვნინებენ. გაუმარჯოს საქართველოს!“ - წერს ირაკლი კაკაბაძე.