რეზონანსი
26.11.2018

 ბათუმში, “ბარცხანის” დასახლებაში ამ წუთებში 50-მდე ოჯახი შენობის უკანონოდ დაკავებას ცდილობს.

ყოფილი სამხედრო ბაზის შენობა სამართალდამცავებს აქვთ გადაკეტილი და მოქალაქეებს ამის საშუალებას არ აძლევენ, რასაც მოქალაქეების მხრიდან ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

შეკრებილების განმარტებით, ისინი ეკომიგრაციის შედეგად დაზარალებულები არიან და საცხოვრებელი წლებია არ აქვთ, ბინის ქირის გადახდას კი ვერ ახერხებენ. ისინი ამბობენ, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იყვნენ ჩასახლებული, თუმცა პირობების უქონლობის გამო უკან, მშობლიურ კუთხეში დაბრუნდნენ.

“წლებია თავშესაფრის გარეშე ვარ, ოთხი მცირეწლოვანი შვილით ნაქირავებში როდემდე ვიყო, რამდენიმე წელია უშედეგოდ ვითხოვ ხელისუფლებისგან დახმარებას. სადმე აუცილებლად შევალთ, ჩვენც გვაქვს ცხოვრების უფლება”- ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.

"აიპრესის" ცნობით, მოქალაქეებმა ყოფილი სამხედრო ბაზის შენობა ერთი თვის წინ კიდევ ერთხელ დაიკავეს უკანონოდ, ტერიტორია მათ სამართალდამცავებმა იძულებით დაატოვებინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×