რეზონანსი
26.11.2018

 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დირექტორის კახა გოგოლაშვილის აზრით თუ რუსეთ-უკრაინის ესკალაცია გადამწყვეტ ფაზაში შევა, საქართველოს მოუწევს რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს. ამ დროს საქართველო დამოკიდებულია რუსულ ბაზარზე, შესაბამისად სანქციების დაწესების შემთხვევაში, რა თქმა უნდა რუსეთი მიიღებს ადეკვატურ ზომებს და ისიც ჩაკეტავს ბაზარს, მათ შორის საქართველოსთვის, რასაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემა ექნება. 

„ჩვენი ვაჭრობა იზრდება რუსეთთან და ეს მნიშვნელოვანია. სანქციების დაწესების შემთხვევაში კი რუსეთი მიიღებს ადექვატურ ზომებს და ისიც ჩაკეტავს ჩვენთან ვაჭრობას. თუ ისეთ ფაზაში შევიდა ესკალაცია და მოგვიწია სანქციენთან შეერთება მაშინ, რა თქმა უნდა, ძალიან დაარყამს ჩვენს ეკონომიკას. არა მგონია რუსეთმა ნაწილობრივი სანქციები დაგვიწესოს, ალბათ მთლიანად გადაგვიკეტავს საიმპორტო შესაძლებლობებს და ეს მოგვაყენებს მნიშვნელოვან ზიანს“ - აცხადებს "ბიემთან" გოგოლაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×