რეზონანსი
26.11.2018

 (რეზონანსი) საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, 28 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. ამის შესახებ ცნობა სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა.

მათი ინფორმაციით, ე.წ. საზღვარი 27 ნოემბერს 20:00 საათზე ჩაიკეტება და 29 ნოემბრის 06:00 საათზე გაიხსნება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×