(რეზონანსი) "ალბათ იცით, რომ ჩემ დას სალომეს და მე გვქონდა განსხვავებული პოლიტიკური აზრები და კიდევაც გვაქვს ზოგიერთ საკითხებში, მაგრამ გვერდიგვერდ გავიზარდეთ იმ ოჯახში, სადაც სუფევდა ის მუდმივი პრინციპები, რომელსაც ქვია საქართველოს სუვერენიტეტი და საქართველოს დამოუკიდებლობა" - ამის შესახებ "საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს" თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ძმამ განაცხადა.
"ნათელი არის ორივესთვის, რომ საქართველოს ისტორიული მტერი იყო და არის რუსეთი, რომელიც დღესაც ცდილობს საქართველოს დაპყრობას. ასევე, დარწმუნებული ვარ, კრემლი იყენებს ყოველგვარ ყოფილ საბჭოთა მეთოდებს, რომ სალომეს პრეზიდენტობა აირიდოს. დღევანდელი მიუღებელი კამპანიაც არის ამის კარგი მაჩვენებელი.მე არ ვირჩევ პარტიას, არამედ ვირჩევ პრეზიდენტს. მე არ ვირჩევ დას, არამედ ვირჩევ სალომეს როგორც პროფესიონალს. ვირჩევ მის კომპეტენტურობას და გამოცდილებას. მე ვირჩევ ადამიანს, რომელიც არის საქართველოსთვის საუკეთესო არჩევანი", - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.