რეზონანსი
26.11.2018

 (რეზონანსი) აჭარის მაუწყებელის მუშაობა ხანძრის გამო შეფერხებულია. ინფორმაციას ამის შესახებ მაუწყებლობა ავრცელებს.

"12:40 საათზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ტექნიკური ხარვეზის გამო გაითიშა. შენობაში, სადაც ტრანსფორმატორია განთავსებული, მოკლე ჩართვა მოხდა და ძლიერი დაკვამლიანება იყო.

დამწვარია ე.წ. ამომრთველი. ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები, რამდენიმე წუთში მივიდნენ და შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. მეხანძრეებმა დაკვამლიანების კერა მალევე იპოვეს.

ადგილზე ამ წუთებშიც იმყოფებიან პოლიციისა და "ენერგო პრო-ჯორჯიას" წარმომადგენლები. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება ტელეკომპანიას და როდის განახლდება მაუწყებლობა.

სავარაუდოდ, ეთერში ვერ გავა 15:00 საინფორმაციო გამოშვება.

რამდენიმე წუთით შეფერხება იყო რადიოშიც, თუმცა მაუწყებლობა მალევე აღდგა" - აღნიშნულია ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×