რეზონანსი
26.11.2018

 (რეზონანსი) უკრაინის შეიარაღებული ჯარების გენშტაბის ხელმძღვანელმა ვიქტორ მუჟენკომ ბრძანება გასცა ქვეყნის სამხედრო ძალების სხვადასხვა ნაწილების შეერთების და მათი მზადყოფნაში მოყვანის თაობაზე. ამის შესახებ უკრაინული მედიასაშუალებები თავდაცვის უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყებიან.

შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ უკრაინული სამი გემი დააკავა, რომელიც გეგმიურ რეისს ოდესის პორტიდან მარიოპოლში ახორციელებდა. თავის მხრივ რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინულმა გემებმა საზღვარი დაარღვიეს. რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მხარის ცნობით, დაკაკვებულია 20-მდე უკრაინელი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება უკვე გააკეთა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×