რეზონანსი
26.11.2018

 (რეზონანსი) ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების გამო უკრაინა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოსაღებად ემზადება. იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს უკრაინის უმაღლესი რადა, საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდება. ამის შესახებ განცხადება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა 26 ნოემბერს უკრაინულ მედიასთან გაანცხადა.

მარტში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, გადაიდება ადგილობრივი ორგანოების არჩევნებიც, რომელიც 2018 წლის 23 დეკემბერსაა ჩანიშნული.

ტურჩინოვმა მიუთითა კანონის მე-19 მუხლზე, რომელიც საომარ მდგომარეობის რეჟიმს ეხება და აღნიშნულია, რომ საომარი მდგომარეობის დროს არჩევნები არ ტარდება ასევე იკრძალება მასობრივი შეკრებები და აქციები.

ტურჩინოვმა ასევე აღნიშნა, რომ სიტუაციის ნომალიზების შემთხვევაში, საომარი მდგოამრეობა ნებისმიერ დროს შეიძლება გაუქმდეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×