რეზონანსი
26.11.2018

 (რეზონანსი) საპრეზიდენტო არჩევნები 2018 - მეორე ტური ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცებისთვის დღეს გაიმართება.

საარჩევნო უბნები ავღანეთში ორ ბაზაზე - ბაგრამსა და მაზარ-ი-შარიფშია განთავსებული.

რეგისტრირებულია 896 სამხედრო მოსამსახურე. მათ, ვინც სპეციალურ პოსტზე იქნება, გადასატან ყუთს მიაწვდიან.

არჩევნების პროცესი დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე გაგრძელდება. ორივე უბანს კომისიის 11-11 წევრი ჰყავს. თბილისში გამოგზავნილი დალუქული ყუთები 28 ნოემბერს, მას შემდეგ გაიხსნება, რაც საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×