რეზონანსი
26.11.2018

 უკრაინის საზღვაო ძალების სარდლობა იუწყება რუსეთის მიერ 3 გემის ხელში ჩაგდების შესახებ. ცეცხლის გახსნის შედეგად დაზიანებები მიიღეს „ბორდიანსკიმ“ და „ნიკოპოლმა“, ხოლო  „იანი კაპუ“ ძალის გამოყენებით შეაჩერეს. ბოლო მონაცემებით, რუსებმა ბუქსირზე აიყვანეს გემები და თავიანთი ნავსადგურისკენ მიჰყავთ.

25 ნოემბრის დილიდან ქერჩის სრუტეში რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა დაიძაბა. უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გიურზას კლასის დაჯავშნული ხომალდები ქერჩის სრუტისკენ დილით გადაადგილდებოდნენ. მათი მისია დანარჩენი სამი უკრაინული ხომალდის გამაგრება იყო, რომლებიც იმავე მიმართულებით დილის შვიდ საათზე გაცურდნენ. რუსეთმა ეს საზღვრის დარღვევად და პროვოკაციად შეაფასა.

უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ საარტილერიო კატერები - „ბორდიანსკი“ და „ნიკოპოლი“, ასევე საბუქსირო გემი „იანი კაპუ“ ოდესის პორტიტად მარიოპოლში გეგმურად გადადიოდნენ, რის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. რუსულმა გემმა კი ბუქსირი დააზიანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×