ქერჩის სრუტეში რუსული ხომალდებიდან უკრაინის გემების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შედეგად, რამდენიმე ადამიანია დაშავებული.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, მე-12 საზღვაო მილიდან გასვლის შემდეგ, რუსეთის უშიშროების სამსახურის ხომალდებმა უკრაინის სამხედრო გემების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნა და მცირე ზომის დაჯავშნული საარტილერიო კატარღა „ბერდიანსკი“ დააზიანა.
„კატარღამ სვლა დაკარგა. არიან დაშავებულები. იარაღი გამოყენებულ იქნა ლიკვიდაციისთვის“, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის, ბორის ბაბინის ინფორმაციით, რუსი სამხედროები ამჟამად უკრაინის კატარღების დაკავებას ცდილობენ.
რუსი სამხედროების მიერ უკრაინულ გემებზე იერიშის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა.