რეზონანსი
25.11.2018

 ტელეკომპანია "რუსთავი2"-მა "ედისონ რისერჩის" ახალი კვლევის შედეგებს გამოაქვეყნა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის ამომრჩეველთა განწყობას ეხება.

კითხვაზე ვის მისცემდით ხმას, საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს? – 37% პასუხობს, რომ ხმას გრიგოლ ვაშაძეს მისცემდა, 35% კი ფავორიტ კანდიდატად სალომე ზურაბიშვილს ასახელებს. რესპონდენტთა დარჩენილი ნაწილი ან გადაუწყვეტელია, ან არც ერთ მათგანს აძლევს ხმას.

"რუსთავი2"-მა მაყურებელს შედეგების ის ვარიანტიც შესთავაზა, რომელსაც გადაუწყვეტელი და უარის მთქმელი პასუხები ჩამოცილებული აქვს. ამ მაჩვენებლით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს 52%-იანი მხარდაჭერა აქვს, სალომე ზურაბიშვილს კი – 48% უჭერს მხარს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×