რეზონანსი
25.11.2018

 “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ემზარ კვიციანმა “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა რომ ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 7%-ზე მეტი ხმა არ უნდა მიიღოს.

“ნაციონალური მოძრაობა შემოგვაპარეს, თითქოს მათ 600 000 ადამიანი უჭერს მხარს. ამდენი ადამიანი მხარს, რომ უჭერდეს, მათ აქციებზე იქნებოდა ამდენი ხალხი? არავითარ შემთხვევაში. უარი უნდა ვუთხრათ სუსს, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” გვაპარებს. ჟურნალისტებს, რომლებსაც წინა პლანზე ჰყავთ “ნაციონალ-ფაშისტები” და უცხო ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ მართონ ჩვენი ქვეყანა. ყველას ვუთხრათ უარი ფაშიზმის დასაბრუნებელად. მეორე ტურში მაქვს მოლოდინი, რომ გრიგოლ ვაშაძე 7%-ს არ უნდა აცდეს”, - განაცხადა კვიციანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×