რეზონანსი
25.11.2018

 რუსთავში, გაერთიანებული ოპოზიციის წევრის სახლზე თავდასხმა განხორციელდა. აღნიშნული პიროვნების, რომელიც ერთ-ერთი საარჩევნო უბნის ხელმძღვანელია, საცხოვრებელი სახლის აივანზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს.

შემთხვევა რუსთავის მე-17 მიკრო რაიონის მე-2 კორპუსის პირველ სართულზე მოხდა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. მომხდარს გაერთიანებული ოპოზიცია საარჩევნო პროცესს უკავშირებს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. თავდამსხმელების ვინაობა ამ ეტაპისთვის უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×