რეზონანსი
25.11.2018

 ტელეკომპანია “იბერიის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ვახო ხუზმიაშვილი “იბერიისა” და “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის შესახებ წერს:

“ამოვიდა ყელში! ამდენი თვეა დავდივარ და ზაზა ოქუაშვილს ვამართლებ და ვიცავ ყველგან და ამ კაცს ერთხელაც არ მოვუკითხივართ. ჩვენ ხომ მარტო ჟურნალისტები არ ვართ! ხო ველაპარაკებით ჩვენ ჩვენ ოჯახებს, მეგობრებს, მეზობლებს – ეხლა ამათთანაც კი მრცხვენია. მის გვერდით მაშინ ვიდექი, როცა "იბერიას" არბევდნენ და მაშინ ვინც იარაღს გვადებდა და ძირს გვყრიდა, დღეს ოქუაშვილი იმასთან ერთადაა.

აქამდე არავის უთქვამს, რომ სიგარეტის ფაბრიკის პრესსამსახური ვიყავით და სიგარეტის გაყიდვებზე იყო დამოკიდებული დამოუკიდებელი ტელეკომპანია "იბერია". ეთქვა მაინც მამაცხონებულს! ყველა ჩვენ ჩვენ არჩევანს გავაკეთებდით.

ტეხავს ამ კაცზე რომ მიწევს ასე წერა, მაგრამ ის უფრო ტეხავს, ასე რომ იცავ და ყველას და ყველაფრის გადამგები რომ აღმოჩნდა.

ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ ტელეკომპანია „იბერია“ თავიდანვე ჩაფიქრებული იყო „მსხვერპლად“, ის სწორედ ამ მიზნით იყო შექმნილი და ოქუაშვილი მუდმივად ელოდებოდა მომენტს, როცა ამ მსხვერპლს ყველაზე სარფიანად შეწირავდა. ეს მომენტიც დადგა”, – წერს ვახო ხუზმიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×