რეზონანსი
25.11.2018

 შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „ქურდულ სამყაროს“ წევრობასა და მასთან კავშირის ბრალდებით ბოლო 9 თვის განმავლობაში 52 პირი მარტო საქართველოს ფარგლებს შიგნით არის დაკავებული.

„კრიმინალურ ავტორიტეტებს“ რაც შეეხება, ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია ცოტა სასაცილოა - იმ მინისტრის დადანაშაულება „კრიმინალურ ავტორიტეტებთან“ რაიმე ალიანსში და რაიმე კავშირში, რომელმაც მოსვლის პირველი დღიდან ომი გამოუცხადა ფაქტიურად „ქურდულ სამყაროს“ და რომლის უწყებამაც თვე არ გავა, რომ არ დააკავოს „კანონიერი ქურდი“ ან „ქურდული სამყაროს წევრი“, - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი:

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ ხრივ მუშაობა ასევე გააქტიურებულია საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×