რეზონანსი
25.11.2018

 (რეზონანსი) ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა რაოდენობა 9 781-ით გაიზარდა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენდა, მეორე ტურისთვის კი, მათი რაოდენობა უკვე 3 528 658 გახდა.

პრესსპიკერი ამომრჩეველთა გაზრდას რამდენიმე კომპონენტით ხსნის.

1) სიაში იმ ადამიანების დამატება, რომელთაც18 წელი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ შეუსრულდათ;

2) საზღვარგარეთ საკონსულოებში დამატებით რეგისტრაცია გავლილი მოქალაქეები;

3) სიაში პირველ ტურში არარეგისტრირებული პირები. კერძოდ, ისინი, ვინც პირველი ტურის შემდეგ, პირველად აიღეს პირადობის მოწმობა, ან აღადგინეს ან გაიაქტიურეს გაუქმებული დოკუმენტი და გაიარეს რეგისტრაცია.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით (3 513 884 ამომრჩეველი), 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლების რაოდენობა (3 518 877 ამომრჩეველი) მხოლოდ 4 993 ამომრჩევლით გაიზარდა. იმაზე თითქმის ორჯერ ნაკლებით, ვიდრე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველიდან მეორე ტურამდე ერთთვიან შუალედში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×