რეზონანსი
25.11.2018

 (რეზონანსი) მელიქიშვილის ქუჩაზე სამშენებლო კომპანია "M2"-ის მშენებარე შენობის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი 31 წლის მუშა ხეჩინაშვილის კლინიკაში გადის მკურნალობას. ექიმების თქმით, საავადმყოფოში შეყვანისას მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ახალგაზრდა მამაკაცს აღენიშნებოდა მრავლობითი მოტეხილობები სახის ძვლებსა და მარცხენა კიდურზე და მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

სამშენებლო კომაპნიაM2-ში აცხადებენ, რომ მათთან დასაქმებული პირი, მესამე სართულიდან სამუშაოების დასრულების შემდეგ გადმოვარდა. მათი წარმომადგენლის თქმით, კომპანია ყველა საჭირო ხარჯს აანაზღაურებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×