რეზონანსი
25.11.2018

 (რეზონანსი) მთავრობა შავი ჯიპებით - ხელისუფლებამ 2013 წლიდან დღემდე მანქანებში 200 მილიონი დახარჯა. ჯამში საგარეო საქმეთა სამინისტროს სულ 36 ავტომობილი ემსახურება, ბოლო ავტომობილი E კლასის მერსედესი საგარეო საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 2 მაისს გადაეცა და მისი საწყისი ღირებულება 102 ათასი ლარი იყო.

თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე 50 ავტომობილია. ყველაზე ძვირადღირებული მანქანებით უწყებაში იზორიას მოადგილეები გადაადგილდებიან.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ავტოპარკში 52 ავტომობილია. უწყებამ უკანასკნელი მსხვილი შესყიდვისას 76 ათასზე მეტი 3 ჰიუნდაი ელანტრაში გადაიხადა.

ყველაზე დიდი და ძვირადღირებული ავტოპარკით წულუკიანის უწყება გამოირჩევა. იუსტიციის სამინისტროს 151 მანქანა ემსახურება. ძირითადად უსასყიდლოდ გადაცემულ ავტომანქანებს ფლობენ დევნილთა და გარემოს დაცვის სამინისტროები.

ზოგიერთმა უწყებამ კი მათი ავტოპარკის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება არ ისურვა, მათ შორისაა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროები.

თავად დედაქალაქის მერი კახა კალაძე პირადი ავტომობილით გადაადგილდება თუმცა მისი უწყება ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ავტოპარკის მფლობელია.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არასამთავრობო სექტორის მიერ დათვლილ მანქანებში დახარჯული 200 მილიონი სულ მალე კიდევ რამდენიმე მილიონით გაიზრდება.

 

პირველი რადიო

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×