საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ არასწორია მოქალაქეების დაშინება იმითი, რომ ახალაიები ან ქარდავები მობრუნდებიან ხელისუფლებაში. თავად კი პოლიტიკური თანამდებობა არ სურს.
"მე არც ერთი თანამდებობა არ მინდა, არ ვაპირებ არც ერთ თანამდებობაზე ყოფნას, ერთადერთი, რასაც სიამოვნებით გავაკეთებდი საქართველოში, ეს იქნება ლაზიკის თავისუფალი ეკონომიკური ზონის განვითარების ფონდი ან კომიტეტი, ასევე თუ აღდგა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სიამოვნებით ვიქნებოდი იქ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მინდა ვაკეთო პროექტები, რომელიც საქართველოსთვის შექმნის ძალიან მაგარ რაღაცეებს.
მე თანამდებობაზე ყოფნას არ ვაპირებ. თანამდებობებზე უნდა მოვიდნენ სრულიად ახალი ხალხი, ხან ვისით გაშინებენ, ხან - ვისით: ახალაიები, ქარდავები, რაღა დროს მაგათი მოსვლაა? ჯერ ერთი, სად უნდა მოვიდნენ? ეგენი იყვნენ პოლიციელები. ის ხალხი, არსად არავინ არ მოდის. უნდა მოვიდნენ სრულიად ახალი ხალხი, უცხოელი მოსამართლეები უნდა ჩამოვიყვანოთ, პროკურორები შეარჩიონ არასამთავრობოებმა“, – განაცხადა სააკაშვილმა.