რეზონანსი
25.11.2018

 ბათუმის ბულვარში ერთ-ერთ რესტორანზე რუსეთისა და მთიანი ყარაბაღის დროშების გამოფენა გააპროტესტეს. მოქალაქეების განცხადებით, რესტორნის თანამშრომლებმა დროშები მათი პროტესტის შემდეგ ჩამოხსნეს. რესტორნის თანამშრომლის გიგლა ქამაშიძის თქმით, აღნიშნული დროშები მუშებმა რესტორნის მეპატრონის მითითებით ჩამოკიდეს.

"საუბარია ორ დროშაზე, რამაც პროტესტი გამოიწვია. ეს იყო მთიანი ყარაბაღისა და რუსეთის დროშები. ისინი ჩამოტანილი იყო სომხეთიდან მფლობელის მიერ. მან არ იცოდა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. გვაქვს რემონტი, იყო არეულობა, მუშას დაავალა მფლობელმა დაკიდე დროშებიო და მუშა არ დააკვირდა, რას კიდებდა. როცა აღმოვაჩინეთ, რომ რუსეთისა და ყარაბაღის დროშები იყო, ჩამოვხსენით უპრობლემოდ", - განუცხადა "აიპიენს" ერთ-ერთმა თანამშრომელმა გიგლა ქამაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×