რეზონანსი
25.11.2018

 ზუგდიდის ერთ-ერთინ სკოლის მოსწავლის მშობელი ამავე სკოლის ექიმს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. სალომე ნანიკაშვილის თქმით, ექიმმა ისინი კრებაზე ბავშვების ჯანმრთელობის და ჰიგიენის თემაზე სასაუბროდ დაიბარა, თუმცა, მათ პოლიტიკური დავალებები მისცა. "გურიის მოამბის" ინფორმაციით, ექიმმა ყველა მშობელს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რასაც მშობლების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

"თქვა, რომ აშკარად მიეცით ზურაბიშვილს ხმა. ამაზე შევეპასუხე, ეს ჩემი არჩევანია, მე ვისაც მინდა იმას მივცემ ხმას-მეთქი. რომ დაამთავრა ლაპარაკი, უნდა გამოვსულიყავით და შენ დაბრუნდიო, მითხრა და ზუსტად ასე მომკიდა ხელი და ამიწია აშკარად ყური. მერე ის არ იკმარა, რომ მშობლები იდგნენ, დაბალი დონეო, ესეც მიაყოლა.“ - აცხადებს მშობელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×