რეზონანსი
25.11.2018

 23-წლამდელთა შორის, მსოფლიო ჩემპიონ ძმებს, მოჭდავეებს, ნიკა და ავთანდილ კენჭაძეებს რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ ძმებს თბილისში ოროთახიანი ბინა აჩუქა. ამის შესახებ განცხადება მან რაშაში ჭრებალოს სპორტულ დარბაზში შეხვედრის დროს გააკეთა. საჩუქარი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია, რადგან ბიჭებს ამ დრომდე თბილისში საკუთარი სახლი არ ჰქონდათ.

გუბერნატორისა და მუნიციპალიტეტის ხელძღვანელების გადაწყვეტილებით კი ახლადაშენებულ ჭრებალოს საჭიდაო დარბაზს მათი სახელი მიენიჭება.

ავთანდილ და ნიკოლოზ კენჭაძეებმა ბუქარესტში გამართულ 23 წლამდელთა თავისუფალი სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს და მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×