მოძრაობას „მე ვიცავ თავისუფლებას“ წევრმა გოგა ხაინდრავამ რუსთავში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და განაცხადა რომ შეუძლია დოკუმენტებით დაადასტუროს გრიგოლ ვაშაძის საბჭოთა კაგებე-ში მუშაობა. მისი თქმით, ვაშაძემ დასმენების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტროში ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში გადაიყვანეს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ნებისმიერ სასამართლოში, ნებისმიერ შეკრებაზე, ნებისმიერ ეთერში დავადასტურებ დოკუმენტებით, რომ ვაშაძე იყო საბჭოთა კაგებეს დამსმენი. ის სახელისუფლებო კოლექტივებს დაყვებოდა და მერე წერდა, ვინ რამდენი „კოკა-კოლა“ იყიდა, ვინ „მარლბორო“ იყიდა, ვინ – ჯინსები, ვინ ვის დაელაპარაკა. ისე კარგად ასმენდა ყველას, რომ შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს ისეთ განყოფილებაში გადაიყვანეს, რომელიც ბირთვულ შეიარაღებას ეხებოდა. თქვენ ხომ გესმით, ეს ხდება ანდროპოვის დროს, ეს ხდება ყველაზე რეაქციული საბჭოთა რეჟიმის დროს, ომის შემდეგ.
მაშინ დაიჭირეს კოსტავა, მაშინ დაიჭირეს ბუკოვსკი და უამრავი ადამიანი, იმ დროს იმ კაცმა კარიერა გაიკეთა დასმენებით“, – განაცხადა "მარშალპრესთან" ხაინდრავამ.