რეზონანსი
25.11.2018

 რუსთავში, მუსიკალური სკოლების, საჯარო სკოლების და ბაღების მიმდებარე ტერიტორიებზე ადევნების და თვალთვალის კიდევ ერთი ფაქტი დაფისირდა. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 30 წლამდე მამაკაცი 10 წლამდე ბიჭებს უთვალთვალებს, ცდილობს შეიტყუოს მოფარებულ ადგილებში და გარკვეული საჩუქრის სანაცვლოდ მოზარდებს ტანსაცმლის გახდას სთავაზობს. ერთ-ერთი მშობლის ინფორმაციით, მისმა შვილმა მამაკაცს თავი გაქცევით დააღწია, მოზარდმა ფაქტის შესახებ ოჯახის წევრებს უამბო, მშოობლებმა კი პოლიციას მიმართეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ადევნებისა და თვალთვალის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცია შემჩნეული. უცნობი პირი მოზარდებს ცენტრალურ ქუჩებზეც დასდევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×