რეზონანსი
24.11.2018

 როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დღეს ნიკეას ქუჩაზე მომხდარი ფაქტი ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. "36 წლის ქალი მერვე სართულიდან გადმოხტა. ამის მიზეზი შვილების ჩხუბი გახდა.  20 და 13 წლის ბიჭები ჩხუბობდნენ, ამ დროს დედა უმცროს ბიჭთან ერთად ეზოში იმყოფებოდა. ხმაურზე სახლში ავიდა და ფანჯრიდან გადმოხტა"- განუცხადეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა "ნიუპრესს".

როგორც ადგილობრივები აცხადებდნენ, ბიჭები ხშირად ჩხუბობდნენ.

შემთხვევა დღეს საღამოს საათებში მოხდა. როგორთ თვითმხილველებმა განაცხადეს, ქალი დაცემიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

შიგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 115–ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×