რეზონანსი
24.11.2018

 (რეზონანსი) ნოემბრის ტესტების ბოლო შეხვედრაში „ბორჯღალოსნები" ტონგას ეთამაშებიან და შეხვედრის პირველი ნახევარი 7:6 მოიგეს.

შეხვედრის პირველი ლელო 26-ე წუთზე ოთარ გიორგაძემ ტონგელთა ხუთმეტრიანში აგორებული მოლის შემდეგ დადო. თედო აბჟანდაძემ ურთულესი გარდასახვა კარგად შეასრულა და მასპინძლები პირველად დააწინაურა - 7:6.

ტაიმის ბოლო წამებზე ტონგელები საქართველოს ხუთ მეტრიან ზონაში იყვნენ, თუმცა შეტევაში დაჯარიმდნენ და ქულების მოპოვება ვეღარ მოახერხეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×