რეზონანსი
24.11.2018

 (რეზონანსი) გიორგი ჩაკვეტაძე "ერთა ლიგის" საუკეთესო ბომბარდირებსა და ასისტენტებში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

უეფას ახალი ტურნირის დასრულების შემდეგ სტატისტიკური მონაცემები შეაჯამეს და აღმოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებისა და „გენტის" 19 წლის ქართველი ფეხბურთელმა 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

გიორგი ჩაკვეტაძემ 3 საგოლე გადაცემა მიითვალა, ისევე როგორც ალექსანდრ ტრაიკოვსკიმ (მაკედონია) და მასთან და მიტროვიჩთან ერთად გოლი+პასის სისტემით „ერთა ლიგის" ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდა - ჩაკვეტაძემ და მაკედონიელმა ფეხბურთელმაც სერბის მსგავსად 7 ქულა დააგროვეს - 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×