(რეზონანსი) ოქუაშვილის ქცევა ჩემთვის იმ სიგიჟის ნაწილია, რაც ბოლო თვეებია პოლიტიკურ არენაზე ხდება და რასაც მეტწილად ოპოზიცია სჩადის, - ამის შესახებ განცხადებას ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აკეთებს.
როგორც მან აღნიშნა, ოქუაშვილის ქცევა და მოტივები ბევრისთვის ძნელი ასახსნელია.
„ოქუაშვილის ქცევა და მისი მოტივები ძალიან ძნელი ასახსნელია, მაგრამ ჩემი აღქმა ისაა, რომ ეს იმ სიგიჟის ნაწილია, რაც ამ ქვეყანაში ბოლო თვეებია ხდება პოლიტიკურ არენაზე და რასაც მეტწილად ოპოზიცია სჩადის, დაწყებული აბსურდული 400-ლარიანი პენსიის დაპირებით. თითქოს ჩვენ არ გვინდოდეს ეს გაზრდა, ვინ დაგვასწრებდა ამის გაკეთებას ოდნავ მაინც რომ იყოს შანსი? დარწმუნებული ვარ, მივალთ ამ რიცხვამდეც და იმაზე მალე, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ, მაგრამ ეს შეუძლებელია ერთ და ორ წელიწადში", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა "იმედთან".