რეზონანსი
24.11.2018

 (რეზონანსი) "ოლიგარქი ივანიშვილი უკვე შეუდგა საქართველოს დაშლას," - ამის შესახებ "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა ნათელაშვილი "პატრიოტთა ალიანსს" მოსკოვში ვიზიტის გამო აკრიტიკებს. "ლეიბორისტების" ლიდერი პარტიის გადაწყვეტილებას მოღალატეობრივ ნაბიჯს უწოდებს.

"მან მიავლინა საპარლამენტო დელეგაცია "პატრიოტთა ალიანსად" წოდებული მოსკოვში კონფერენციაზე, რომელსაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა რანგში ესწრება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტ ოკუპანტთა დელეგაციები. მე მოვუწოდებ აქედან ჩასულ პარლამენტის დეპუტატებს, მოსთხოვონ სეპარატისტთა დელეგაციას კონფერენციის დატოვება, ამ თვითონ დატოვონ ეს სამარცხვინო თავყრილობა," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×