რეზონანსი
24.11.2018

 (რეზონანსი) სავაჭრო ცენტრ "საბას" ხელმძღვანელობა თანამშრომლებისგან პირად მონაცემებს ითხოვს და მათ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას აიძულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ტელევიზიის ცნობით, ადმინისტრაცია შეხვედრებს მართავს თანამშრომლებთან და მათ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. შეხვედრები პირველი ტურის შემდეგ დაიწყო და ოფიციალური მონაცემების მოთხოვნაც ამის შემდეგ დაიწყო.

"გთხოვთ საბას ადმინისტრაციაში წარადგინოთ თქვენთან დასაქმებული და საბას ტერიტორიაზე მომუშავე პირების - გამყიდველი, მძღოლი, მუშა, დამლაგებელი და სხვა, მათი პირადობის მოწმობების ქსეროასლი, ტელეფონის ნომერი, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, ერთი კვირის ვადაში," - აღნიშნულია შეტყობინებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×