რეზონანსი
24.11.2018

 (რეზონანსი) ბათუმში სასტუმრო „ველმონდში", ყოფილ „ლეოგრანდში" მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. სასტუმროსთან მოქალაქეები მიდიან, სანთელს ანთებენ და ტრაგედიის ღამეს იხსენებენ. დაგეგმილია სამოქალაქო პანაშვიდიც.

სასტუმრო „ლეოგრანდში" ხანძარი შარშან, 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც, 11 ადამიანი, მათ შორის საქართველოს ათი მოქალაქე დაიღუპა.

სახანძრო უსაფრთხოების დაუცველობის ბრალდებით დაკავებულია ორი პირი - ერთი საქართველოს და ერთი თურქეთის მოქალაქე. სასამართლო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.

სასტუმრო „ლეოგრანდი" უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო ორჯერ დაიხურა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მენეჯმენტს 43 რეკომენდაცია მისცა. თავდაპირველად, სასტუმრომ რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილი შეასრულა, თუმცა მეორედ დახურვის შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნებს მენეჯმენტი დაემორჩილა და ეტაპობრივად, მათი შესრულების პირობა დადო.

სასტუმრო ამჟამად „ველმონდის" სახელით ფუნქციონირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×