რეზონანსი
24.11.2018

 თელავის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კისისხევში მოხდა. „ოპელის“ მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ექიმის თქმით, მიყენებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცავალა.

საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×